ახალგორელ მოსწავლეებს ქართულად საუბარი აუკრძალეს, პედაგოგები კი გაათავისუფლეს

  • რეზონანსი
  • 3 სექტემბერი 11:04, 2018 წელი

ახალგორელ ბავშვებს მშობლიურ, ქართულ ენაზე საუბარს უკრძალავენ. 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ქართველმა ბავშვებმა ბაღში მხოლოდ რუსულად და ოსურად უნდა ისწავლონ და ერთმანეთს მშობლიურ ენაზე აღარ დაელაპარაკონ.


ყველა ის მასწავლებელი, რომელიც ქართულად ხმის ამოღებას გაბედავს, სამსახურს დაემშვიდობება. ქართულად მოსაუბრე აღსაზრდელების მშობლები მკაცრ საყვედურს იღებენ. ახალგორის მოსახლეობას ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ უკვე იძულების წესით ასიმილაციით ემუქრებიან.


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ორი ძველი ბაღის ნაცვლად ახლა ერთი ახალი მუშაობს, რომლის თანამშრომლებადაც მხოლოდ ისინი აიყვანეს, ვინც რუსულ და ოსურ ენას ფლობენ. 


ადგილობრივებმა, რომლებიც ოკუპირებული ახალგორიდან ყოველდღიურად გადმოდიან ამის შესახებ კარგად იციან, თუმცა პრობლემებზე ღიად ვერ საუბრობენ.

წყარო: რეზონანსი