"სააკაშვილის გასაზიზღრებასაც არ ჰქონია ლიმიტი, ქსენოფობ კლოუნად იქცა" – ჩერგოლეიშვილი

  • რეზონანსი
  • 3 სექტემბერი 10:57, 2018 წელი

"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს ისევ აკრიტიკებს:

"ერთ დროს მომავლის ლიდერი ისე დააჩაჩანაკა არჩევნების წაგებამ და ძალაუფლების დაკარგვამ, რომ გივი სიხარულიძის მაგვართა ქსენოფობ კლოუნად იქცა. მარგველაშვილმა წამართვა მოქალაქეობაო – თავის პირად გადაწყვეტლებას მარგველაშვილს აბრალებს, როგორც უკანასკნელ მხდალს შეეფერება. თან იქვე აყოლებს, ირანელებს მისცაო. გასაზიზღრებასაც არ ჰქონია ლიმიტი", – წერს ჩერგოლეიშვილი.

წყარო: რეზონანსი