იტალიაში ქალზე ძალადობის გამო საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  • რეზონანსი
  • 31 აგვისტო 14:07, 2018 წელი

ქალზე ძალადობის ბრალდებით იტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, კარაბინერებმა 24 წლის გ.ა. მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ნეაპოლის ქუჩაში ქალს სასტიკად უსწორდებოდა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ჰოსპიტალში 10 დღე დარჩება.

გამოძიების ინფორმაციით, ქალმა უკვე დაწერა საჩივარი, სადაც ამბობს, რომ დაკავებული მას ხშირად სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა, თუმცა მსხვერპლს პოლიციისთვის არასდროს მიუმართავს. სასამართლომ დაკავებულს ერთი წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: რეზონანსი