„მე გადამწონის ზურაბიშვილი? ვარიანტი არ არის, საერთოდ ვინ არის?“

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 20:03, 2018 წელი

პრეზიდენტობის კანდიდატი, რეჟისორი გიორგი შენგელაია იმედოვნებს, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი სწორედ მას დაუჭერს მხარს.

შენგელაიამ პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, რომელიც მმართველი გუნდის მხარდაჭერის მოლოდინშია.

რეჟისორი დარწმუნებულია, რომ მასსა და ზურაბიშვილს შორის ივანიშვილი არჩევანს სწორედ შენგელაიას სასარგებლოდ გააკეთებს.

„მე გადამწონის ზურაბიშვილის ფაქტორი?! - ვარიანტი არ არის. ვინ არის საერთოდ სალომე ზურაბიშვილი? გეკითხები, რა პროფესიის ქალია, რას აკეთებს?! იყო საფრანგეთის ელჩი ზიმბაბვეში. არავითარი წონა არ აქვს მაგას"- ამბობს გიორგი შენგელაია „ნიუპოსტთან".

წყარო: რეზონანსი