„კაშია + 1“ - გურამ კაშიას მხარდამჭერი წარწერა ბენზინგასამართ სადგურზე

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 19:53, 2018 წელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს ხაშურის ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურის მეპატრონემ, ვლადიმერ ქალიაშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილი აქვეყნებს.


ცნობისთვის, გურამ კაშიას მიმართ "ქართულმა მარშმა" აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გასულ სეზონში ჰოლანდიის კლუბ "ვიტესში" თამაშისას, მან საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტნის მსგავსად, ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაური გაიკეთა.

წყარო: რეზონანსი