ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 16:41, 2018 წელი

ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს და ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის იარაღი.

გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დ 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: რეზონანსი