ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 14:44, 2018 წელი

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი დაშავდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.


დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია რა დაზიანებები აქვთ მიღებული დაშავებულებს. მათ მოსანახულებლად საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მიემგზავრება.

წყარო: რეზონანსი