სკოლა მასწავლებლების, საშიანო დავალებებისა და გამოცდების გარეშე, სადაც ყველა ბედნიერია

  • ალია
  • 30 აგვისტო 11:27, 2018 წელი

ბრაზილიაში არის სკოლა, სადაც არ ტარდება გაკვეთილები და არ არიან მასწავლებლები, თუმცა თითოეული სკოლადამთავრებული განათლებული, ნიჭიერი და ბედნიერია.

რას იტყოდით, თუ თქვენ ან თქვენ შვილს ისეთ სკოლაში სწავლას შესთავაზებდნენ, სადაც არ არიან მასწავლებლები, მოსწავლეებს კლასებად არ ყოფენ, არ არსებობს განრიგი, სასწავლო კაბინეტები და არც საშინაო დავალება? ყველაფერი ეს საუცხოოდ, თუმცა საინტერესოდ ჟღერს. ბრაზილიური სკოლა Lumiar სწორედ ასეთი სასწავლო დაწესებულებაა. გირჩევთ სტატია ბოლომდე წაიკითხოთ და თქვენი დამოკიდებულება განათლების საკითხის მიმართ ნამდვილად შეიცვლება.


სკოლის შესახებ


წარმატებულმა ბრაზილიელმა ბიზნესმენმა, რიკარდო სემლერმა, პირველი სკოლა Lumiar 2003 წელს გახსნა. მანამდე, თითქმის 20 წლის მანძილზე ის მსხვილ საოჯახო კომპანიას Semco ხელმძღვანელობდა, სადაც ყველა თანამშრომელში თვითმართვის სისტემა დანერგა. მან თავისი საქმიანობის წარმატებული შედეგის ცდა ბავშვთა აღზრდაში გადაწყვიტა. სწავლება პირად და კოლექტიურ პასუხისმგებლობას ეფუძნება, ცოდნას კი მოსწავლე პრაქტიკაში იღებს, რომელიც რეალურ ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.


არ არიან მასწავლებლები – არიან დამრიგებლები და ოსტატები


სემლერი მივიდა დასკვნამდე, რომ მასწავლებლის პროფესია თანამედროვე სამყაროში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობს. მასწავლებლის ცოდნა, Google-ზე არსებულ ინფორმაციასთან შედარებით უბრალოდ უმნიშვნელოა. ამიტომ Lumiar -ის სკოლაში 2 ტიპის პედაგოგს შეხვდებით:


დამრიგებელი – ის, ვინც ზრუნავს ბავშვზე, მისი საშინაო და სასკოლო ამბებით ინტერესდება და ზოგადად მისი ცხოვრებაშია ჩართული. ის მოსწავლეს მსოფლიოს შეცნობაში, პრობლემების გადაჭრასა და სხვადასხვა კითხვაზე პასუხის მოძებნაში ეხმარება.


ოსტატი – ის, ვინც მოსწავლეს პროექტზე მუშაობის დროს ეხმარება და მის ცოდნაზეა პასუხისმგებელი. Lumiar-ში ოსტატს შეიძლება პროფესიული განათლება ან სამეცნიერო ხარისხი არ ქონდეს. მთავარი მოთხოვნა ცოდნა და საკუთარი საქმის სიყვარულია. აღსანიშნავია, რომ დამრიგებლების ასაკი განსხვავებული შეიძლება იყოს, მათ შორის პენსიონერებსაც კი შეხვდებით, რომელთაც ბევრი თავისუფალი დრო და უამრავი ცოდნა გააჩნიათ.


არ არის კლასები – არის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი


Lumiar-ში მოსწავლეები ჯგუფებში ინტერესების მიხედვით ერთიანდებიან. ანუ, პროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობას სხვადასხვა ასაკის ბავშვები იღებენ. სწორედ ამიტომ ამ სკოლაში სხვადასხვა დაჯგუფებებს ვერ შეხვდებით. თითოეული ბავშვი დავალებას თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე ასრულებს. საინტერესო კი ისაა, რომ ამა თუ იმ საკითხში უმცროსი ბავშვი შეიძლება უფროსზე უკეთესად ერკვეოდეს.


არ არის გაკვეთილები – არის პროექტები


სკოლაში Lumiar მკაცრად განსაზღვრული განრიგი და შესასწავლი საგნების ჩამონათვალი არ არსებობს. ამის ნაცვლად მოსწავლეები პროექტების თემას თვითონ ირჩევენ. მათზე მუშაობის დროს ისინი სხვადასხვა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. პროექტი დაახლოებით 1 თვე გრძელდება და თითოეული მათგანი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და საინტერესოა. მაგალითად:


ძენ-სამზარეულო (Zen Kitchen)


სკოლაში ბევრი მოსწავლე კულინარიითა და ცნობიერების ამაღლების პრაქტიკით დაინტერესდა. მათ გადაწყვიტეს, რომ საკვების მომზადება ცნობიერების გავარჯიშების შესანიშნავი ხერხია. გარდა ამისა მოსწავლეებმა ინფორმაცია სხვადასხვა პროდუქტის თავისებურებების,წარმოების ტექნიკისა და საკვები ღირებულებების შესახებ მოიპოვეს.


მოლეკულავ (Moleculove)


ქიმია ერთ-ერთი ყველაზე რთული საგანია. მოსწავლეებმა, რომლებმაც ამ პროექტში მიიღეს მონაწილეობა, შეისწავლეს ქიმიური პროცესები, რომლების ადამიანის ორგანიზმში შეყვარებულობის, ვნებისა და სიმპათიის დროს ხდება. პროექტის ბოლოს მოსწავლეებმა მთელი ინსტალაცია მოაწყვეს, სადაც ხელოვნება და მეცნიერება გააერთიანეს. მასში ადრენალინი რეპს კითხულობდა, დოფამინი კი ინტერაქტიული თამაშის მთავრი გმირი იყო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ყველაფერი მოსწავლეებმა თვითონ მოიფიქრეს.


პატარა როკერები (Little Rockers)


მოსწავლეებმა როკ-ენ-როლის საშუალებით სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის კულტურა შეისწავლეს. მათ ასევე დაკვრა და სიმღერაც აითვისეს. ამის შემდეგ მათ საკუთარი კონცერტი დაგეგმეს. ასევე ბავშვებმა თავიანთი სოციალური და ადმინისტრაციული უნარები განავითარეს. მათ გაიგეს რა არის რეპეტიცია და კონცერტის ორგანიზება. მოსწავლეებმა ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში თავიანთი ინგლისურიც გააუმჯობესეს.


არ არიან მორიგეები და სასწავლო ნაწილები – არის თვითმმართველობები


ყველა მოსწავლე, მშობელი და სკოლის თანამშრომელი მის მართვაში  მონაწილეობას იღებს. ყოველ 7 დღეში ერთხელ ყველა, ვისაც სურვილი აქვს კრებას ესწრება , სადაც გასული კვირას განიხილავენ და სამომავლო გეგმებს ადგენენ.


არ არის დაფასთან გამოძახების პრაქტიკა – არის განუსაზღვრელი შესაძლებლობები


სკოლის მთელი სივრცე არის ინტერაქტიული. აქ თქვენ ღია ზონას, ბიბლიოთეკასა და ბევრ ტექნიკას შეხვდებით. მოსწავლეებს დაჯდომა მერხთან, იატაკზე ან თუნდაც ბალახზე შეუძლიათ. მათ ინტერიერში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაც აქვთ, მაგალითად მცენარეების დარგვის. აღსანიშნავია, რომ სკოლაში ზოგი კედელი მოძრავია, ეს იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კლასის ზომის არჩევა თვითონ შეძლონ.


არ არის გამოცდები და ტესტები – არის კომპლექსური ნიშანი


რამდენიმე საათში ერთხელ მოსწავლეები თავიანთ სამუშაოს თვითონ აფასებენ. გარდა ამისა, მასალის ათვისების ხარისხს თვალ-ყურს დამრიგებელიც ადევნებს. თითოეულ მოსწავლეს დეტალური პორტფოლიო აქვს, სადაც მოსწავლის მიერ შეძენილი ყველა უნარი და ცოდნა არის აღწერილი. ვინაიდან Lumiar არის ოფიციალური სკოლა, მოსწავლეებს საკონტროლოების წერა მაინც უწევთ, თუმცა ის სასკოლო ცხოვრების მთავრი ღონისძიებად არ იქცევა. ჟურნალში დაწერილი ციფრი არ არის მთავრი, არამედ ის, შეძლებს თუ არა მოსწავლე მიღებული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენებას.


არ არის საშინაო დავალება – არის გაგების სწრაფვა


ჩვეულებრივი გაგებით საშინაო დავალებას მოსწავლეებს არ აძლევენ. პროექტში მონაწილეობის ხერხს ბავშვი თვითონ ირჩევს. მას შეუძლია მასალის მხოლოდ სკოლაში შესწავლა, სახლში დამატებითი ინფორმაციის წაკითხვა, სამუშაო თემაზე ფილმის ნახვა, ან ინტერნეტში სოციალური გამოკითხვის ჩატარება. Lumiar-ში მოსწავლეები ვალდებულებების წინაშე არ დგებიან, სკოლა მათ უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს.


სპეციალურად Lumiar-ის სკოლისთვის ციფრული პლატფორმა Digital Mosaic შეიმუშავეს. მისი დახმარებით, სკოლის თანამშრომლებს მოსწავლის მიერ ათვისებული ინფორმაციის რაოდენობისა და ხარისხის შეფასება შეუძლიათ. გარდა ამისა იმის დადგენა, თუ რა დაჭირდებათ ბავშვებს წელს და რა დააინტერესებთ გაისად.


მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლა ძალიან თავისებური ჩანს, ნებისმიერ ბავშვს სხვა სასწავლო დაწესებულებაში ადაპტირება ადვილად შეუძლია. გარდა ამისა, ამ სკოლის მეთოდიკა საკუთარ თავში აერთიანებს ყველა სტანდარტს, რომელსაც ბრაზილიის საგანმანათლებლო სისტემა მოითხოვს, ანუ სკოლადამთავრებულებს ნებისმიერი სახელმწიფო გამოცდის ჩაბარება შეუძლიათ. სხვათა შორის Lumiar-ის სკოლის მოსწავლეების საშუალო ქულა 100-დან 91-ს შეადგენს, რაც ბევრად მაღალია სხვა სკოლის მაჩვენებელზე.


Lumiar-ს შეიძლება ცხოვრების სკოლაც ვუწოდოთ. იქ ყურადღება ისეთ საკითხებს ეთმობა, რომლებზეც სხვაგან საერთოდ არ საუბრობენ. მაგალითად რა არის სიყვარული? რისთვის ვცხოვრობთ ამ სამყაროში? Lumiar-ის სკოლის სასწავლო მეთოდიკას ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პედაგოგური გადაწყვეტილება უწოდეს.

წყარო: ალია