"მე, როგორც სპორტსმენი ამ სამკლაურს არ გავიკეთებ" - გიორგი ორბელიძე

  • რეზონანსი
  • 30 აგვისტო 10:21, 2018 წელი

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ფიტნესში გიორგი ორბელაძე, ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლაურის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამკლაურს არ გაიკეთებს, თუმცა ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ორბელაძემ ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ არ გაიკეთებს ის ამ სამკლაურს, როგორც მან განაცხადა, ეს არის ლგბტ აღლუმის დროშა.


"ეს არის “პარადის” დროშა, რომელსაც საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. ის შინაარსი, რასაც ეს დროშა ატარებს ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემთვის მიუღებელია ბევრი რაღაც, რაც ამ დროშის ქვეშ მოხდა, განსაკუთრებით საქართველოში, ამიტომ ეს არ ასოცირდება სიყვარულთან და ტოლერანტობასთან. ზუსტად ამ მიზეზით არ გავიკეთებდი ამ სამკლაურს, რომელიც ამ დროშის ფერებშია” – განაცხადა გიორგი არობელიძემ ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემაში “თავისუფალი სივრცე”.

წყარო: რეზონანსი