ბათუმში სავაჭრო ცენტრი დაიწვა

  • pia.ge
  • 30 აგვისტო 10:00, 2018 წელი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია.

 

გარდა ამისა, დაიწვა სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ ფართობი


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი.


ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.


ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.


ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე - მაშველი.


ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge