მუქარის შემდეგ, კაშიას მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება

  • რეზონანსი
  • 29 აგვისტო 16:07, 2018 წელი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანის გურამ კაშიას, რომელსაც ფეისბუქის გაუქმება აგრესიის გამო მოუხდა, მხარდამჭერთა რიცხვი უფრო და უფრო ეზრდება.

კრიტიკისა და მუქარის გამო, ფეხბურთების მხარდამსაჭერად ინსტაგრამზე ერთგვარი კამპანიაც შეიქნმა. საქართველოს ნარკების ფეხბურთელები გურამ კაშიას სურათს აქვეყნებენ და თან წარწერას ურთავენ #გურამშენთანვართ.


კაშია კრიტიკის და მუქარის შემცველი მესიჯების ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა, თუმცა ამჯერად საქმე იქამდე მივიდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელის მიმართ გამოთქმული მუქარის გამო, „ქართული მარშის" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსანტინე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა.


საქმე ეხება მორგოშიას მხრიდან გურამ კაშიას მისამართით ფეისბუქში გამოქვეყნებულ განცხადებებს, სადაც ის ფეხბურთელს შეუაცხყოფას აყენებს და ემუქრება.


მხარდამჭერთა რაოდენობა მხოლოდ ფეხბურთელებით არ შემოიფარგლება. მათ რიცხვებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული სპორტის ქომაგები და საზოგადოების ის ნაწილია ვისაც მიაჩნია, რომ საქართველომ კაშიას მსგავსი ადამიანებით უნდა იამაყოს. ერთ-ერთი მათგანი ტელეკომპანია „რუსთავი 2"- ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა.


„გურამ, არა მხოლოდ შენთან ვართ, ვამაყობთ შენით, გვიყვარხარ და გვისწორდება, რომ ეგეთი მაგარი ტიპი გვყავს ჩვენი სამშობლოდან. პირადად ჩემთვის, სამოქლაქო გმირი ხარ და პროგრესის სიმბოლო. კაცი მომავლიდან, ნამდვილი ევროპული საქართველოდან", - წერს გვარამია ფეისბუქზე.


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ძალადობას ეწინააღმდეგებიან და კაშია ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ.


„ჩვენ ვეწინააღმდეგებით ყოველგვარი სახის დისკრიმინაციას, ძალადობას და გვერდში ვუდგავართ გურამს მის ამ გადაწყვეტილებაში და ყველანაირ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას. საგულისხმოა ის, რომ ეს ყველაფერი ხდება მოახლოებული მატჩების ფონზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მატჩების ორგანიზების და უსაფრთხოების საკითხი მოგვარებული იქნება სათანადო დონეზე და ჩვენ დღეს, როგორც ფეხბურთის ფედერაცია, ისევე გუნდი, მხოლოდ და მხოლოდ ვფიქრობთ სპორტულ შედეგზე", - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.


გურამ კაშია ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, „ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. მიმდინარე წლის 22 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ UEFA-მ გურამ კაშიას LGBT თემის უყრევი მხარდაჭერისთვის თანასწორი თამაშის ჯილდო გადასცა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა მის მიმართ გამოჩენილი აგრესიის გამო, გუშინ საკუთარი „ფეისბუქი" გააუქმა. კაშიამ ინსტაგრამზე განცხადეbა გაავრცელა, სადაც ის წერს გულშემატკივარს მხარში დგომისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ არაფერს ნანობს. „სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში!" - დაწერა კაშიამ ინსტაგრამზე.


 

წყარო: რეზონანსი