თავზე ჭრილობა, საშინელი სისხლდენა ჰქონდა.. დაჭრილ შვილს ვერ ვშველოდი..

  • ალია
  • 29 აგვისტო 10:53, 2018 წელი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, ჟურნალ ,,სარკესთან” შვილებზე, რეზიკოსა და ბექაზე, მათთან ურთიერთობაზე ყვება და შვილების გვერდით გატარებულ ურთულეს დღეებს იხსენებს:

„2008 წლის აგვისტოს ომი რომ იყო, რეზიკო ისე წავიდა, არც ვიცოდი. დათო ტყეშელაშვილმა (იმპერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი, რედ.შენ.) დამირეკა, რეზიკო სად არისო.ვუთხარი, კეკელიძეზე, სახლში-მეთქი. მითხრა, მანქანაში მიზის, გორიდან მომყავსო. დათოს მაინცგაეპარა და ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ომიდან დაბრუნდა. სხვანაირად ვერ წარმოედგინა.


2011 წლის 26 მაისის აქციაზე ორივე ბიჭი იქ იყო, მეც იქ გახლდით… ბექა მეუფე იაკობმა გამოიყვანაიქიდან და თიკასთან სახლში მიიყვანა. თავზე ჭრილობა, საშინელი სისხლდენა ჰქონდა, ჰემატომავითარდებოდა. რომელ საავადმყოფოსთანაც მივიყვანე, ყველგან სპეცრაზმი იდგა. რეზიკოს საერთოდვეღარ ვპოულობდი, ტელეფონსაც არ პასუხობდა.


მე ნაცემი ვიყავი, მთელი ზურგი დასიებული მქონდა. დაჭრილ ბექას კი ვერ ვშველოდი, საავადმყოფოშირომ შემეყვანა, იქიდან არავინ გამომატანდა, აიყვანდნენ. ბოლოს სხვა გზა არ მქონდა და ბავშვობისმეგობარს, მაცაცო ანთაძეს დავურეკე, რომელიც ბავშვთა ქირურგია. მაცაცომ დილის 5-ის ნახევარზეოპერაცია გაუკეთა. თავზე 12 ნაკერი დაადეს. ბექას ფეხზე ახლაც ამოჭმული აქვს პლასტმასის ტყვიით,მაგრამ მაშინ მის ფეხს ვინ დაეძებდა.


ბექა 2007 წლის 7 ნოემბერს მოწამლული იყო. აქციას ფოტოაპარატით იღებდა. ერთ-ერთი ცნობილი ფოტომისი გადაღებულია. ვიღაც კაცმა დამირეკა, ბექა მოიწამლა, გულწასულიაო. იმ ადამიანმა გადამირჩინა.


ამ ბავშვებს საოცარი განცდა აქვთ. ერთი ლექსი მაქვს დაწერილი, რომელსაც “ჩემს ბიჭს” ჰქვია. ორივეშვილს მივუძღვენი. იქ ასეთი ტაეპია: ,,თუ სიკვდილს არ უფრთხი, შვილო, შენი სამშობლოსთვის მოკვდი”.ორივეს რომ ჰკითხოთ, რის გამო შეგიძლიათ თავი მოიკლაო, არც დაფიქრდებიან, ისე გეტყვიან,სამშობლოსთვისო.

წყარო: ალია