დღეიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება

  • pia.ge
  • 29 აგვისტო 10:01, 2018 წელი

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია კენჭისყრამდე 60 დღით ადრე იწყება.

 

საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად, გარკევული რეგულაციები ამოქმედდება.


წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატს, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვთ, დაამზადონ წინასაარჩევნო მოწოდებები, განცხადებები, წარწერები, ფურცლები, ფოტომასალები და სხვა.


დაუშვებელია ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებზე, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.


კანონით აკრძალულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ასევე სამუშაო საათებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება.


აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩატარება შემდეგი დაწესებულებების შენობებში: საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები;სასამართლოები; სამხედრო ნაწილები.


აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე/პრეზენტაციაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. აღნიშნული ქმედება ჩაითვლება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge