როგორ თაღლითობენ უცხოელი მიგრანტები საქართველოში ბინადრობის უფლების მარტივად მოსაპოვებლად

  • თბილისელები
  • 27 აგვისტო 15:14, 2018 წელი

საქართველოს ტერიტორიაზე 35 000 აშშ დოლარის ღირებულების კერძო ქონების შესყიდვა ან თითქმის იმდენივე თანხის დაბანდება კარგა ხანია, ნებისმიერ უცხოელს აძლევს საშუალებას, რომ ინვესტორად მოინათლოს და ბინადრობის უფლება მიიღოს.

შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ 2017 წლის ჩათვლით, ბინადრობის უფლება 100 000-მა ადამიანმა მიიღო და ისიც გაირკვა, რომ ერთი უძრავი ქონების ყიდვით, ანუ ერთჯერადად 35 000 აშშ დოლარის დახარჯვით, უცხო ქვეყნის, მინიმუმ, 15 მოქალაქე იღებდა ჩვენს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას, მეტად მარტივი მაქინაციის მეშვეობით: თითქოს ერთმანეთს მიჰყიდიდნენ იმ ერთ უძრავ ქონებას 15-ჯერ და ბინადრობის 15 მოწმობაც გარანტირებული ჰქონდათ.


დაახლოებით, იგივე სქემა მუშაობდა ვითომ ფულის დაბანდების შემთხვევაშიც, თანხის ერთჯერადი გაცემით ინვესტორად რამდენიმე ადამიანი ირიცხებოდა.


ქართველი კანონმდებელი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ღია კარის პოლიტიკა ქაოსურ შემოდინებად იქცა და რეგულაციების გამკაცრებას დაგვპირდა: კერძოდ, ზემონახსენები 35 000 დოლარის (შეძენილი უძრავი ქონების ღირებულების) 100 000 დოლარამდე გაზრდას, ხოლო ინვესტიციის მინიმალურ ზღვრად 300 000 დოლარის დაწესებას.


 

წყარო: თბილისელები