მაკკეინის ოჯახს დაკრძალვაზე ტრამპის ხილვა არ სურს

  • რეზონანსი
  • 26 აგვისტო 12:17, 2018 წელი

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი არიზონაში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. 24 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეს ებრძოდა, სპეციალურ მკურნალობაზე უარი განაცხადა. ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი —გლიობლასტობა გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა წინამორბედმა ბარაკ ობამამ, ასევე პენტაგონის ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა.


დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, ახლობლებს მოქმედი პრეზიდენტის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მოწვევა სურთ. ეს გადაწყვეტილება ტრამპსა და მაკკეინს შორის მერყევი ურთიერთობებით არის ახსნილი.

წყარო: რეზონანსი