ადამიანებს ახალი ორგანო აღმოუჩინეს

  • pia.ge
  • 24 აგვისტო 16:14, 2018 წელი

ავსტრალიის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა თაგვებსა და ადმიანებს ახალი „მიკროორგანოები“ აღმოუჩინეს. ორგანო ადამიანის იმუნური სისტემის მუშაობაში მონაწილეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Science Alert ავრცელებს.

აღმოჩენილი „მიკროორგანოები“ წვრილი და ბრტყელი ფორმის სტრუქტურებია, რომლებიც ლიმფური კვანძის ზედა ნაწილში მდებარეობენ.

თავდაპირველად „მიკროორგანოები“ თაგვებს აღმოაჩნდა და მას subcapsular proliferative foci (SPF) ეწოდა. აღნიშნული სტრუქტურები დროებით ფორმირდება, მათი მცირე ზომები შეუმჩნეველს ხდის, ამიტომ აქამდე ისინი მეცნიერებს არ აღმოუჩენიათ.

სპეციალისტების თქმით, ლიმფურ კვანძებში არის და ფორმირდება იმუნური უჯრედები-ლიმფოციტები.

ლიმფა კვანძებს ანტიგენებს მატებს- ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებას,რომლის მეშვეობით იმუნური პასუხის აქტივაცია იწყება.

SPF-ში დიდი რაოდენობის სხვადასხვა უჯრედი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის B-ლიმფოციტები, რომლებსაც შეუძლიათ მეხსიერების უჯრედებში გარდასახვა. მეხსიერების უჯრედები ინფექციის შესახებ ინფორმაციას ინახავენ, ამიტომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ხანგრძლივი მდგრადობის უზრუნველყოფაში გარკვეული პათოგენების მიმართ. ისინი ინფექციას მალევე გამოიცნობენ და ანტისხეულების გამოყოფას იწყებენ, რომლებიც ვირუსების, ან ბაქტერიების გაუვნებელყოფას იწყებენ.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ SPF-ები ლიმფოციტების „შეკრების წერტილის“ როლს თამაშობენ, რაც მათ გაცილებით ეფექტურს ხდის პათოგენურ ორგანიზმებთან, უჯრედებთან და ვირუსებთან ბრძოლაში.

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge