გამოკითხულთა 3/4 გმო პროდუქტს საშიშად მიიჩნევს

  • რეზონანსი
  • 24 აგვისტო 11:22, 2018 წელი

გენმოდიფიცირებული საკვების მასობრივი გავრცელება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღეს მისი მასშტაბის კონტროლი საკმაოდ რთულია.

კვლევებით დასტურდება, რომ ასეთი პროდუქტის საკვებად გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. საინტერესოა, რამდენად კონტროლდება საქართველოს ბაზარი ამ მხრივ და აქცევს თუ არა ხალხი ყურადღებას, როგორ პროდუქტს იძენს საკვებად. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ "ეისითის" კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტის წარმოშობის საკითხი ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისთვის და შეძენისასაც ისინი უფრო ამახვილებენ ყურადღებას, გენმოდიფიცირებულია თუ არა საკვები.

წყარო: რეზონანსი