ბელგიაში კაცი რესტორანში დანით შეიჭრა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 23 აგვისტო 10:16, 2018 წელი

ბელგიაში, მორესნე-შაპელის რაიონში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში კაცი დანით შეიარაღებული შეიჭრა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტს არ უკავშირდება.

პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელიც.

თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელი რესტორანში შურისძიების მოტივით შეიჭრა.

კაცი ყოფილ შეყვარებულს და დედამის დაესხა თავს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, კაცი ქალს 1,5 წლის წინ დაშორდა და მას შემდეგ ემუქრებოდა.

 

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge