დღეს თბილისს ანგელა მერკელი ეწვევა

  • pia.ge
  • 23 აგვისტო 09:58, 2018 წელი

საქართველოში დღეს, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი ჩამოვა.

ანგელა მერკელი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე ჩამოფრინდება. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.


ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, მოგვიანებით კი დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით.


შეხევდერის დასრულების შემდეგ  მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.


მთავრობის ადმინისტრაციიდან კი გერმანიის კანცლერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს,


ანგელა მერკელი ბოლოს საქართველოში 10 წლის წინ, 2008 წლის 17 აგვისტოს იმყოფებოდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge