კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ყალიჩავა დააკავეს

  • pia.ge
  • 22 აგვისტო 12:54, 2018 წელი

კიევში 37 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ირაკლი ყალიჩავა, იგივე იკა სუხუმსკი, იგივე ხუტა დააკავეს.

ყალიჩავა უკრაინიდან აპრილში უკვე იყო გაძევებული, რომელიც იმ დროს ოდესაში ყალბი საბუთებით ჩავიდა. ამჯერადაც ყალიჩავას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.


გამოცემა "პრაიმქრაიმი" აღნიშნავს, რომ ასაკის მიუხედავად ირაკლი ყალიჩავა უკრაინაში მყოფ ქურდებს შორის ყველაზე ავტორიტეტულია.


ირაკლი ყალიჩავა ე.წ "კანონიერი ქურდების" ოჯახიდანაა. მისი მამა მიხეილ ყალიჩავა და ბაბუა არა მხოლოდ "კანონიერი ქურდები" იყვნენ, არამედ ისინი სოხუმის "ქურდული სამყაროს" ელიტად ითვლებოდნენ.


სრული ვერსიის ნახვა pia.ge