კახა კალაძე ახალი ინიციატივით გამოვიდა

  • pia.ge
  • 22 აგვისტო 12:24, 2018 წელი

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ვარაზისხევის რეაბილიტაცია შესთავაზა და ქვაფენილთან დაკავშირებით საზოგადოების აზრით დაინტერესდა. 

„დღეის მდგომარეობით, არის ქვაფენილი, რომელიც ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის. მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას. ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისი თქმით, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებაც.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge