გერმანიაში ქართველი გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა

  • ალია
  • 21 აგვისტო 16:44, 2018 წელი

გერმანიის ქალაქ ჰაიდელბერგის რაიონულმა 43 წლის ქართველ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცველების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი 2018 წლის 16 აგვისტოს რკინიგზის სადგურში გამვლელებს მაკრატლით ემუქრებოდა და მათგან ფულის გამოძალვას ცდილობდა.


ის რკინიგზის დაცვის თანამშრომლებმა ცრემლსადენი აეროზოლის გამოყენებით დააკავეს. დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

წყარო: ალია