ზუზუ ბეჟაშვილი მამის გვერდით დაკრძალეს

  • ალია
  • 21 აგვისტო 16:19, 2018 წელი

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს. მსახიობის პანაშვიდი დღეს თბილისში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში გაიმართა.

ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრების ვარაუდით, მსახიობის გარდაცვალება, შესაძლოა, გულთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.


ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს.


მსახიობი ზემო აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობდა. თუმცა უცნობია დოლიძის ქუჩაზე ვისთან იმყოფებოდა.


საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: ალია