აბიტურიენტებისთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებული წესით

  • ალია
  • 21 აგვისტო 14:55, 2018 წელი

ხარისხის ცენტრი შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ერთი წლით ავტორიზაციის შეწყვეტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

ფინანსურმა პრობლემებმა, რომელთა წინაშეც შავი ზღვის უნივერსიტეტი დგას, შესაძლოასასწავლო პროცესები სერიოზული რისკების წინაშე დააყენოს. უნივერსიტეტს სახელმწიფოსწინაშე აქვს შეუსრულებელი ფინანსური დავალიანება, რომელიც კანონმდებლობითდადგენილი გადასახადებისაგან თავის არიდების გამო დაუწესდა; აღნიშნულ რისკებთანდაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდახარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამისმიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოსსტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდანასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა.


აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის მოქმედი სტუდენტები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენსწავლას. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც წელს აირჩიეს შავიზღვის უნივერსიტეტი. მათთვის გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა გამარტივებულიწესით. ისინი აირჩევენ სხვა ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.შესაბამისად, შეძლებენ ახალი სასწავლო წლის შეუფერხებლად დაწყებას. ხარისხის ცენტრიიშუამდგომლებს იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამისი მიმართულებითახორციელებენ სასწავლო პროგრამებს.


2018 წლის 20 აგვისტოს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისსაბჭოს გადაწყვეტილებით, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ მიენიჭაავტორიზაცია და 1 წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა მიღების უფლება”, – ნათქვამიაგანცხადებაში.

წყარო: ალია