ლონდონში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა

  • pia.ge
  • 21 აგვისტო 13:35, 2018 წელი

ლონდონში მეტროსადგურ „ქინსბერი“-სთან სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

 

The Independent-ის ინფორმაციით, შემთხვევა 20 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 21:45 საათზე მოხდა.


დაჭრილები საავადმყოფოში მოათავსეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიცია მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს. მომხდარის გამოძიება დაწყებულია.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge