ქაბულში პრეზიდენტის სასახლისკენ რამდენიმე რაკეთა გაუშვეს

  • pia.ge
  • 21 აგვისტო 13:00, 2018 წელი

ქაბულში პრეზიდენტ აშრაფ განის საპრეზიდენტო სასახლისკენ რამდენიმე რაკეტა გაუშვეს.

ავღანეთის ტელეარხის Tolo news-ის ინფორმაციით, რაკეტები იმ დროს გაუშვეს, როდესაც პრეზიდენტი სასახლეში ყურბამ-ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სიტყვით გამოდიოდა.


შემთხვევა ადგილობრივი დროით 9:00 საათზე მოხდა.


რაკეტები პრეზიდენტის სასახლის, ასევე ქალაქის სამთავრობო რაიონის მისამართით იყო გაშვებული, სადაც საელჩოები მდებარეობს.


ამ ეტპაზე ცნობილია, რომ თავდასხმა მეამბოხეთა ჯგუფმა განახორციელა, მათგან ორი ლიკვიდირებულია.


მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge