გორში გარდაცვლილი პაციენტის ახლობლები რეანიმაციაში შეიჭრნენ

  • რეზონანსი
  • 20 აგვისტო 11:01, 2018 წელი

გორში, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედის" რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის ახლობლები შეიჭრნენ.

პაციენტის ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებდნენ და ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. 


ავადმყოფი ,,გორმედში“ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გათენებისას შეიყვანა. კლინიკის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტს მთელი დღის განმავობაში უტარდებოდა შესაბამისი პროცედურები, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზი გულის ქორნიკული უკმარისობა იყო.


„პაციენტის სიკვდილის მიზეზი იყო გულის ქრონიკული უკმარისობის და მოციმციმე არითმიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილი გადასვენებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე“, - განაცხადა დავით ყაზაიშვილმა.

წყარო: რეზონანსი