"მაკდონალდსის" ბოსტნეულის სალათით ერთბაშად 500 ადამიანი მოიწამლა აშშ-ში

  • რეზონანსი
  • 20 აგვისტო 10:57, 2018 წელი

აშშ-ის 15 შტატში 476 ადამიანს "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტებში ყოფნის შემდეგ ნაწლავური ინფექციის Cyclospora cayetanensis-ის დიაგნოზი დაუსვეს.

მასობრივი მოწავლის შესაძლო მიზეზად ბოსტნეულის სალათები დასახელდა. ამის შესახებ აშშ-ის პროდუქტებსა და წამლებზე კონტროლის სამმართველოს განცხადებაშია ნათქვამი. ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს. 


ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში "მაკდონალდსის" ქსელში ნაწლავური ინფექციების გამო სალათს დროებით არ გაყიდიან, მაგრამ იგი მაინც იყიდება.

წყარო: რეზონანსი