ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

  • რეზონანსი
  • 20 აგვისტო 10:50, 2018 წელი

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში, სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა.ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს. 

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.


ვაჟა-ფშაველას მეტროსთან დაშავებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია. მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტი საავადმყოფოში მრავლობითი დაჟეჟილობებით შეიყვანეს. სოფიო კუსიანის განმარტებით 12 წლის მოზარდს დაზიანებები ქვედა კიდურებზე აქვს, თუმცა, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.


შემთხვევის ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.


 

წყარო: რეზონანსი