მეჭიაურის უზრდელურ კომენტარებზე განცხადებას არ გავაკეთებ, - ქუცნაშვილი

  • რეზონანსი
  • 16 აგვისტო 16:37, 2018 წელი

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის განცხადებას აბსურდულად მიიჩნევს და მასზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

დღეს მეჭიაურმა თიანეთის მერიის 3 თანამშრომელი გაათავისუფლა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ ისინი ქუცნაშვილისაგან იმართებოდნენ.

„მე თამაზ მეჭიაურის უზრდელურ კომენტარებზე განცხადებას არ გავაკეთებ“, - განუცხადა ქუცნაშვილმა „რეზონანსს“.

სამსახურიდან დათხოვნილი მერიის თანამშრომლები აცხადებენ, მეჭიაურმა მათი გათავისუფლების ბრძანებს დილის 4 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მოაწერა ხელი, რასაც თავად მეჭიაური გადაჭრით უარყოფს

წყარო: რეზონანსი