მამაკაცმა სიდედრი მოკლა და სიმამრი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა რუსეთში

  • რეზონანსი
  • 16 აგვისტო 14:39, 2018 წელი

შემთხვევა მოსკოვში მოხდა - მეუღლეების ჩხუბის შემდეგ ცოლმა ბინა დატოვა და თავის სახლში წავიდა.

მეორე დღეს მშობლებთან ერთად დაბრუნდა ბინაში, რათა საკუთარი ნივთები წაეღო.


როგორც რუსული მედია იტყობინება, მეუღლეებს შორის ჩხუბი ისევ განახლდა, რაშიც გოგოს მშობლები ჩაერთვნენ. გაღიზიანებულმა სიძემ იარაღი აიღო და სიდედრსა და სიმამრს ესროლა, შემდეგ კი სახლიდან გაიქცა.


მიყენებული ჭრილობა ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.


რაც შეეხება სიძეს, მან უბედური შემთხვევიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


 

წყარო: რეზონანსი