ზაალ წულუკიძის ანეკდოტები

  • თბილისელები
  • 15 აგვისტო 18:21, 2018 წელი

***
ერთი ქუთაისელი მეორეს ეკითხება:
– ბიჯო, წყალი მოდის თქვენთან, ზასტავაზე?
– რაის წყალი მოდის? კრანში კი არა, რიონშიც აღარ მოდის, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ და ისთე გრილდებიან.

– ექიმო, ოპერაციის შემდეგ ველოსიპედით ვივლი?
– რა თქმა უნდა.
– მე, ორბორბლიანზე გეკითხებით.
– კი, ორბორბლიანითაც ივლით.
– ვა, რა კაი ყოფილა ე ბრმა ნაწლავის ოპერაცია! ბავშვობიდან ვერაფრით ვერ ვისწავლე ორბორბლიანი ველოსიპედით სიარული.


***
გადაპრანჭული ქალი, ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში. ხედავს, საპირისპირო მხრიდან, მისკენ ხელებგაშლილი კაცი მოდის.
– აუ, ახლა მომხვევს ხელებს! – გაიფიქრა ქალმა და ელვისებურად გაუშალა კაცს სახეში მარცხენა ხელი. გაისმა მინის მტვრევის ხმა.
– აუუ! – დაიყვირა კაცმა, – უკვე მეშვიდედ ვერ მივიტანე შუშა სახლამდე!


 


 

წყარო: თბილისელები