Gazelle Finance Georgia-მ ქართულ-ავსტრიულ სკოლა „ფესვებში“ 600,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა

  • pia.ge
  • 15 აგვისტო 15:44, 2018 წელი

GAzelle FINANCE gEORGIA ინვესტიციას ახორციელებს თბილისში  მდებარე ქალთა 100%-იან საკუთრებაში არსებულ ქართულ-ავსტრიულ კერძო სკოლა „ფესვებში“ და გთავაზობთ ხელმისაწვდომ, ყოვლისმომცველ განათლებასა და ინტერაქტიული სწავლის კურსს.

 

ეს დაფინანსება საშუალებას აძლევს სკოლას, გააუმჯობესოს თავისი შესაძლებლობები თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში.


სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გეგმის გაუმჯობესება განაპირობებს უკეთეს სასწავლო პირობებს მომდევნო წლების განმავლობაში, რათა მოიზიდოს ახალი მოსწავლეები და ორჯერ გაზარდოს სკოლაში ჩარიცხვის მსურველთა რაოდენობა (მაქსიმუმ 900 მოსწავლემდე).


Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორის ჯეფრი ლიბერტის თქმით, აღფრთოვანებულია საქართველოში განათლების სფეროში ისეთ პროგრესულად მოაზროვნე მეწარმესტან პარტნიორობით, როგორიცაა მანანა გვირჯიშვილი.


"ინტერაქტიული სწავლების მეთოდების დანერგვა, როგორიცაა მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ჩართულობის წახალისება, დასმულ შეკითხვებზე მათი პასუხების სტიმულირება და  სასწავლო სახელმძღვანელოების ინტეგრირება მოსწავლეთა ყურადღების უკეთესად მობილიზებისათვის სწავლების საკმაოდ ინოვაციური ტექნიკაა რეგიონისთვის, რომელიც ტრადიციულად ორიენტირებული იყო ზეპირობის მეთოდით სწავლებაზე",-აღნიშნა ჯეფრი ლიბერტმა. 


 მანანა გვარჯიშვილს შემუშავებული აქვს სასკოლო განათლების ამბიციური სტრატეგია ორ პრინციპზე დაყრდნობით: ინფრასტრუქტურის მოდერნიზება მოსწავლეთათვის დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად და სასწავლო გეგმის მკვეთრად გარდაქმნა, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ისწავლონ გლობალურად კონკურენტუნარიან დონეზე.


როგორც "ფესვების" მფლობელმა და დირექტორმა მანანა გვირჯიშვილმა აღნიშნა, "ფესვები" ინოვაციური სასწავლო გეგმის მქონე ძალიან სპეციფიკური სკოლაა, რომელიც მოსწავლეებისთვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს ქმნის.


"Gazelle Finance-სა და ჩვენ კომპანიას შორის თანამშრომლობამ შესაძლებელი გახდა სკოლის განახლების პროცესის დაჩქარება და გაუმჯობესება მოსწავლეებისთვის ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად ახალი სასწავლო წლის დაწყებისას“,-აღნიშნა გვირჯიშვილმა. 


სკოლა მიიღებს იმ ახალი სწავლების მეთოდოლოგიას, რომელიც  ავსტრიის საგანმანათლებლო სტანდარტებს ეფუძნება. ავსტრიული სასწავლო გეგმა მოიცავს არა მარტო ინტერაქტიული სწავლების პრინციპებზე დაფუძნებულ საუკეთესო სწავლების მეთოდების მიღებას, არამედ ინკლუზიური განათლების პროგრამის მიღებას, რომელიც დამატებით დახმარებას უწევს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და სწავლის უნარშეზღუდულ მოსწავლეებს, რაც საქართველოში მნიშვნელოვანი ინოვაციაა განათლების სფეროში. სკოლას ღრმა კავშირები აქვს ავსტრიის განათლების სამინისტროსთან, რომელიც ხელს უწყობს  სკოლისთვის  „ნოუ-ჰაუ“ სასწავლო პროგრამის გადაცემას.


"საქართველოს ყველაზე ძვირფასი რესურსია მისივე ხალხი. სწორედ ამიტომ OPIC ამაყობს განათლების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მხარდასაჭერით", - განაცხადა ბოჰიგიანმა.


"Gazelle Fund-ში OPIC-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით, აშშ-ის მთავრობა არა მარტო ქალთა საკუთრებაში არსებული ბიზნესის მხარდამჭერია, არამედ აუმჯობესებს სკოლა „ფესვების“ სასწავლო გარემოს, რათა უკეთესად მოემსახუროს ქართველთა მომავალ თაობას".


 გარდა ამისა, განათლების ხელმისაწვდომობა სკოლის სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სკოლაში სწავლის საფასური შესაძლებლად და/ან ხელმისაწვდომად ითვლება, ხოლო მოსწავლეების 35% არ იხდის სწავლის საფასურს, რასაც მატერიალური წვლილი შეაქვს  ადგილობრივ მცხოვრებთათვის.


 Gazelle Finance (http://gazellefinance.com/, https://www.facebook.com/GazelleFinance/) აშშ-ის ფონდის მენეჯერია, რომელიც მართავს საინვესტიციო ფონდ “Gazelle Fund”-ს, მათ შორის, OPIC- ის საინვესტიციო კაპიტალს.


ფონდი 2017 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და ამჟამად საქართველოსა და სომხეთში შვილობილი კომპანიების  Gazelle Finance-ისა (საქართველო) და  Gazelle Finance Universal Credit Organization-ის (სომხეთი) მეშვეობით მოღვაწეობს. ის აერთიანებს მცირე და საშუალო კომპანიებს, როგორც წესი, $100 ათასიდან $1 მილიონამდე დაფინანსების სპექტრში, რომლებსაც არ გააჩნია ზრდის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, რადგან ისინი მცირე კომპანიებს წარმოადგენენ და უზრუნველყოფილია ფასიანი ქაღალდებით, თუმცა აღწევენ განვითარების უფრო მაღალ ზრდას.


 ცნობისთვის, ქართულ-ავსტრიული სკოლა "ფესვები" https://www.fesvebi.edu.ge/, https://www.facebook.com/Schoolpesvebi/) წარმოადგენს ქალთა საკუთრების ქვეშ არსებულ ბიზნესს.  გარდა ამისა, სკოლაში დასაქმებულთა 90% ქალბატონია. კომპანიის ერთპიროვნული მფლობელია მანანა გვირჯიშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი პედაგოგი [1978-1996] და კერძო სკოლა "შვინდა"-ს (რომელიც დიდ დიღომში ნაქირავებ შენობაში მდებარეობს [1995-2010 წლებში]) მფლობელი და დირექტორი. 2011 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული #187-ე საჯარო სკოლის პრივატიზებისა და შეძენის შემდეგ, მანანა გვირჯიშვილი შპს "ქართულ-ავსტრიული სკოლა ფესვების" მმართველი აქციონერი და დირექტორია. ქალბატონ მანანას ორი ვაჟიშვილი, მირიანი და თეიმურაზი, სკოლის მართვაში ღრმად არიან ჩართულნი. სკოლა უზრუნველყოფს, როგორც დაწყებით, ასევე, საშუალო განათლებას.


 OPIC (აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების ფინანსური ინსტიტუტი. იგი მობილიზებას უწევს კერძო კაპიტალს, რათა დაეხმაროს კრიტიკული განვითარების გამოწვევებს; ამგვარად, აუმჯობესებს აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს. OPIC-ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობით, ხელს უწყობს აშშ-ის ბიზნესის გაფართოებას განვითარებად ბაზრებზე, შემოსავლების კატალიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ზრდის შესაძლებლობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. OPIC-ის მისიაა ინვესტორების უზრუნველყოფა დაფინანსებით, პოლიტიკური რისკის დაზღვევითა და კერძო საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერით, როდესაც კომერციული დაფინანსების მოპოვება სხვაგან შესაძლებელი არ არის. OPIC, როგორც აშშ-ის სამთავრობო ინსტიტუტი, 1971 წელს დაფუძნდა.


OPIC-ის ყველა პროექტი იცავს გარემოსდაცვით და მაღალ სოციალურ სტანდარტებს და პატივს სცემს ადამიანის, მათ შორის, მუშაკთა უფლებებს. მაღალი სტანდარტების მანდატით, OPIC-ი მიზნად ისახავს ინდუსტრიისა და რეგიონალური სტანდარტების ამაღლებას იმ ქვეყნებში, სადაც იგი პროექტებს აფინანსებს. OPIC-ის სერვისები ხელმისაწვდომია ახალი და მზარდი ბიზნეს საწარმოებისთვის 160-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge