საქართველოს ადრიანო ჩელენტანო ეწვევა

  • რეზონანსი
  • 15 აგვისტო 15:19, 2018 წელი

საქართველოს მომავალ წელს შესაძლოა ადრიანო ჩელენტანო ეწვიოს.

მსოფლიო დონის მუსიკოსისა და მსახიობის კონცერტს თბილისში 2019 წლის მარტში ელოდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Fix Group-ი ავრცელებს.


ვარსკვლავის კონცერტი დაგეგმილია თბილისის საკონცერტო დარბაზში. საღამო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩაივლის. ბილეთები 28 აგვისტოდან გაიყიდება.

წყარო: რეზონანსი