"ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა"

  • რეზონანსი
  • 14 აგვისტო 14:45, 2018 წელი

სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს 8 თვის ბავშვზე აღმზრდელი თბილისის ერთ-ერთ კერძო საბავშო-ბაღში.

ვიდეო, სავარაუდოდ, ბავშვის დეიდამ გაავრცელა.


"ჩემი დისშვილი მივიყვანეთ ბაგა-ბაღში გამოუვალი მდგომარეობის გამო, რომელიც მდებარეობს თბილისში, დიდ დიღომში. ელენიკოს ექცევა "აღმზრდელი" უკანასკნელად. ბავშვს იმხელაზე გადააგდებინა თავი უკან, ლამის კისერში გადატეხა?" - წერს ბავშვის დეიდა.


როგორც Imedinews-ს ბაღის "პირველი ნაბიჯი" ადმინისტრაციაში განუცხადეს, ზაფხულის შვებულებების გამო, მათ დამატებითი კადრები დასჭირდათ. აღმზრდელი სულ 3 დღის მიღებული იყო და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, როდესაც ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა.


ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ქალი სამსახურიდან დაითხოვეს, შესაბამისი ინფორმაცია პოლიციას მიაწოდეს, ხოლო ოჯახს ძალადობის ამსახველი ვიდეოჩანაწერი თავად გადასცეს.

წყარო: რეზონანსი