საქართველოდან დოლარი თურქეთში გადის, ჩვენთან კი ლარი უფასურდება

  • რეზონანსი
  • 14 აგვისტო 13:26, 2018 წელი

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ბოლო რამდენიმე დღეში 17 პუნქტით გაუფასურდა. ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი საგარეო ფაქტორებია.

ქვეყანა სავალუტო პანიკის ზღვარზეა. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს გარე ფაქტორების შერბილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა.


არსებობს მოსაზრება, რომ სწრაფი დევალვაცია საქართველოდან დოლარის მასის თურქეთში გადინებამ გამოიწვია.

წყარო: რეზონანსი