ტრაბზონში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე გადაჰყავდა

  • pia.ge
  • 14 აგვისტო 12:32, 2018 წელი

ტრაბზონში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე გადაჰყავდა. ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.


მიკროავტობუსს თურქეთში დროებით მომუშავე ე.წ. სეზონური მუშები გადაჰყავდა.


დაშავებულები ტრაბზონის საავამდყოფოებში გადაიყვანეს.


როგორც რუსთავი2-თან საუბარში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ტრაბზონში ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, დაშავებულების ჯანმრთელობის მდოგმარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


„დილის 3 საათზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მოქალაქეს, მძღოლს დაეძინა, ან საუბრობდა მობილური ტელეფონით, რის შედეგად მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა, უმეტესობამ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწიათ და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საუნივერსიტეტო კლინიკაში საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება და ერთი სახელმწიფო საავადმყოფოში, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელი. ახლა საავამდყოფოში ვიმყოფებით და მიმდინარეობს მოლაპარაკება მკურნალ ექიმებთან და კლინიკის ხელძღვანელობასთან კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებისა და ხარჯების დაფარვის თაობაზე“,-აღნიშნა ავთანდილ მიქაცაძემ.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge