18 აგვისტომდე განსაკუთრებულად უნდა გავფრთხილდეთ...

  • თბილისელები
  • 13 აგვისტო 19:45, 2018 წელი

ახლოვდება მზის სრული დაბნელების თარიღი – 11 აგვისტო.

ეს დრო, როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რთულ, კარმულ პერიოდად ითვლება და ამ მოვლენას განსაკუთრებით კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შეიგრძნობენ.


ასევე, ისინი, ვის ჰოროსკოპშიც დაბნელების წერტილი მნიშნელოვან პლანეტებს ემთხვევა და ის ადამიანები, რომლებიც ეგრეთ წოდებული, კარმულ წლებში არიან დაბადებულები.


მიხეილ ცაგარელი: რადგან დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ხოლო მთვარე – დედამიწის ირგვლივ, დროდადრო ისეც ხდება, რომ მთვარე დედამიწასა და მზეს შორის დგება და სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მზის დისკს. დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგია, რომელიც საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე. შეეცადეთ, ის მაქსიმალურად მშვიდობიანად გაიაროთ, რადგან, მზის დაბნელება, მნიშვნელოვანი მოვლენაა და ამ პერიოდში გაკეთებული გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი ნებისმიერი ქმედება, ადამიანის ბედისწერაზე მოქმედებს, შეუძლია შეცვალოს როგორც დადებითისკენ, ასევე უარყოფითისკენ. ეს კი ჩვენს ქცევაზე, საქმეებზე, აზრებსა და ემოციებზეა დამოკიდებული. დაბნელების პერიოდში სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, კონფლიქტებისგან და ნეგატიური აზროვნებისგან. დაბნელებამდე 3 დღისა და შემდგომ ისევ 3 დღის განმავლობაში ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ გარიგებებს, საფინანსო ოპერაციებს, მსხვილ საყიდლებს. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებისა და ფასიანი ქაღალდების მიმართ. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობასა და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა, თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სიმშვიდე.


– ანუ, მზის დაბნელების პერიოდი მხოლოდ ნეგატიურ მოვლენებს იწვევს?


– რასაკვირველია, არა. მზის დაბნელებას ახასიათებს ადამიანის ტრანსფორმაციის ძალაც, როცა ადამიანს, შეუძლია ამ ძალის გონივრულად გამოყენება თავის სასიკეთოდ. ეს უდიდესი ტრანსფორმაციის ძალა კი ცხოვრების კარდინალურად შეცვლის, თამამი მიზნების გახორციელების უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა. გაითვალისწინეთ ეს და დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად, სასიკეთოდ ჩაივლის. ზოგადად, წლევანდელი ზაფხული, კერძოდ კი, აგვისტოს თვე, საკმაოდ რთულია იმიტომ, რომ 13 ივლისს მოხდა მზის დაბნელება, 27 ივლისს – მთვარის, ხოლო 11 აგვისტოს კვლავ მზის დაბნელებას უნდა ველოდოთ. დაბნელებები ააქტიურებს ძალიან დიდ ენერგეტიკას, რომელიც კოსმოსიდან მოედინება. წლევანდელი ზაფხულის დაბნელებები კირჩხიბის, მერწყულისა და ლომის ნიშნებს ემთხვევა, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება, ძირითადად, ოჯახურ-პარტნიორულ ურთიერთობებში და შემოქმედებით საქმიანობაში.


– 27 ივლისს საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება გადავიტანეთ, 11 აგვისტოს კი მზის დაბნელებას ველოდებით. რამდენ ხანს გასტანს, ეს ნეგატიური, ასტროლოგიურად რთული პერიოდი?


– დიახ. 27 ივლისს, ამ საუკუნის ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იყო, რომელიც 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა და ამ ხანგრძლივობის მთვარის დაბნელება ამ საუკუნეში აღარ იქნება. 11 აგვისტოს კი მზის დაბნელებას უნდა ველოდოთ. გონებისა და ინტელექტის მმართველმა პლანეტა მერკურმა, დაიწყო უკუსვლა და დედამიწა გადავიდა უარყოფით ენერგოველში. ეს პერიოდი 18 აგვისტომდე გასტანს. საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, განსაკუთრებით სახელმწიფო და საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს. მათ ვურჩევ, 18 აგვისტომდე მოერიდონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და კანონპროექტების მიღებას. კიდევ ვამბობ, ზაფხულის პერიოდში, მთვარისა და მზის სამი დაბნელება ხანმოკლე ინტერვალებით რთული გადასატანია ჩვენთვის. ამ ორი ციური სხეულის ჭიდილი განსაკუთრებით მძიმედ აისახება ადამიანების ენერგეტიკაზე. ამ დროს ძალიან მაღალია საფრთხეების რისკი. შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი ფსიქოლოგიური დაძაბულობა, გაჩნდეს ნეგატიური სურვილები, აკვიატებული აზრები. თუ მზისა და მთვარის დაბნელებებს იმასაც დავუმატებთ, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ინტელექტისა და გონების მმართველი პლანეტა მერკური უკუღმა მოძრაობს, 18 აგვისტომდე განსაკუთრებულად უნდა გავფრთხილდეთ. მოკლედ, ეს რთული პერიოდი, ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და აგვისტოს მეორე ნახევრამდე გასტანს. ხოლო შემდგომ გაცილებით პოზიტიური და ნაყოფიერი პერიოდი იწყება. ასე რომ, გაფრთხილებთ, ასტროლოგიუტად რთულ, დაბნელების პერიოდში არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ წამოიწყოთ ახალი პროექტები, არ იჩხუბოთ, ნუ გაიკეთებთ ქირურგიულ ოპერაციებს და ნუ დაიწყებთ სასამართლო დავებს, რომ შედარებით მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი. მზის დაბნელება ყოველთვის ახალი მთვარის დროს ხდება, როდესაც მთვარე დედამიწისკენ გაუნათებელი მხარით არის მობრუნებული. როდესაც მთვარე მზის წინ დგება, მზე სრულად იფარება. მთვარის დაბნელების შემთხვევაში, დედამიწა დგება მზესა და მთვარეს შორის და მთვარეს აღარ ანათებს მზის შუქი. რადგან დედამიწა ბევრად დიდია მთვარეზე, მთვარის დაბნელება უფრო ხშირად ხდება. ასე რომ ეს ბუნებრივი მოვლენები გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს სამყაროზე. ეს ზემოქმედება ჩვენზეც აისახება და თავისთავად, ჩვენს ორგანიზმზეც მოქმედებს. ასეთ დღეებში, ბევრი უნდა იოცნებოთ, დაივიწყოთ ცხოვრებისეული ნეგატიური მოვლენები, არ გაიხსენოთ არასასურველი ადამიანების არსებობა და ეს დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგეტიკის მოშორებაში. მართალია, აგვისტო ენერგეტიკულად რთული თვეა, მაგრამ თუ მეტ ყურადღებას გამოიჩენთ, წარმატება გარანტირებული გექნებათ. მთელი ეს პერიოდი 11 აგვისტომდე და შემდგომ ძალიან რთულია. მზის დაბნელება ყოველთვის ემთხვევა ახალმთვარეობას, მთვარის დაბნელება კი – სავსემთვარეობას. დაბნელების პროცესი, საკმაოდ მძიმე და რთული მოვლენაა. მთვარე, არის ადამიანის ემოციური ცენტრი, ის აყალიბებს ემოციას, ქვეცნობიერს. მზე არის ადამიანის შინაგანი მე, მისი სული, ამიტომაც აქვს ადამიანზე უზარმაზარი მნიშვნელობა მზისა და მთვარის ენერგეტიკულ გავლენას. როცა ორი მანათობელი ერთმანეთთან ომს იწყებს, იზრდება ნეგატიური საფრთხეების გამოვლენის რისკი, მაღალია ტრავმების, ავარიების, კონფლიქტების ალბათობა. ახლა, მთვარის დაბნელების დროს, მზე იმყოფებოდა ლომის ზოდიაქოში, რომელიც მართავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მთვარე კი – მერწყულის ზოდიაქოში, რომელიც მართავს მხედველობას. 27 ივლისს იყო არა მხოლოდ მზისა და მთვარის, ასევე, მზისა და ომის მმართველი პლანეტის – მარსის დაპირისპირება. მარსი აღმოჩნდა მთვარის გვერდით, მთვარის გვერდით აღმოჩნდა, ასევე, შავი მთვარე, სატანური მეცხრე მოციქულის, ლილიტის ენერგია, ამიტომაც იყო 27 ივლისის ღამე „სისხლიანი მთვარის“ ღამე და მათ, ვინც უყურა მთვარის დაბნელებას, მომავალში დაიბევა ოჯახური კონფლიქტები, დაპირისპირება ახლობლებთან, მხედველობისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, დაძაბულობა სასიყვარულო სფეროში. ის ნეგატიური ენერგია, რომლითაც ადამიანი „დაიტუმბა“ მთვარის დაბნელების დროს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამუშავებას დაიწყებს. ზოგადად, მზისა და მთვარის დაბნელებები, ერთგვარი კოსმიური გამოცდებია ადამიანებისთვის. 11 აგვისტოს მზის დაბნელების დროს კი მეტი პრობლემები შეექმნებათ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს, რადგან მზის დაბნელება მათზე მოქმედებს, მთვარის კი – ქალბატონებზე, ანუ სუსტ სქესზე. ეცადეთ, ამ პერიოდში მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან. ამ დროს დაწყებული ახალი ურთიერთობა და ნაცნობობა კი, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გართულება, ცუდად მუშაობს ადამიანის გონება, იმატებს ტრავმების ალბათობა.


– თქვით, რომ მზის დაბნელების დროს, განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ ადამიანებს, თუმცა ამ კარმულად რთულ პერიოდში ცხოვრების უკეთ მოწყობა და ბედისწერის წარმატებისკენ მოტრიალებაც შესაძლებელიაო. კონკრეტულად, რა გავაკეთოთ ამის მისაღწევად?


– დიახ, ეს არის მაცდუნებელი, კარმული დღეები და ყველა ადამიანს ეძლევა კოსმიური გამოცდის ჩაბარების საშუალება, რომელიც უკავშირდება ცდუნებებს. მთვარის დაბნელების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ადამიანებმა. ასევე, ქალწულის, კუროს, მორიელის, თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებმა. მზის დაბნელების დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა, რადგან ამ დროს ადამიანის აზრი და სურვილები სამყაროში და კოსმოსში მატერიალიზდება. ამ პერიოდში განსაკუთრებით გაფრთხილდით და გამოიჩინეთ მეტი წინდახედულება. იფიქრეთ იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს.

წყარო: თბილისელები