რუსთაველი მამაკაცი ღია ცის ქვეშ 1 თვეა სიკვდილს ებრძვის

  • რეზონანსი
  • 13 აგვისტო 11:14, 2018 წელი

რუსთავში XX მიკრო-რაიონში ღია ცის ქვეშ მცხოვრები 52 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

იგი უკვე ერთი თვეა საწოლში წევს და ავადმყოფობას გაუსაძლის პირობებში ღია ცის ქვეშ, მინდორში ებრძვის. ავადმყოფს საკვებით მოსახლეობა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან ამარაგებენ, თუმცა მამაკაცს უკვე რამდენიმე დღეა ჭამაც არ შეუძლია.


ადგილობრივები აცხადებენ, უკვე ერთი თვეა მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა, ადგილზე მისული იყო სასწრაფო დახმარებაც. ნათესავებმა სახლში გადაიყვანეს საცხოვრებლად, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო ისევ უკან დაბრუნდა.


"ინფო რუსთავი" არნიშნულ საკითხთან დაკავშიებით რუსთავის მერიის სოციალური სამსახურს ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ნინო ქირია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ  - "სოციალურმა სამსხურმა იზრუნა ამ მამაკაცზე. წამოიყვანა იმ ადგილიდან სადაც ცხოვრობდა და მუშაობა ერთ-ერთი ობიექტის დაცვაში დააწყებინა, დაენიშნა ასევე სოციალური დახმარება. მამაკაცი კმაყოფილი იყო არსებული სიტუაციით, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ დაიწყო ინტენსიური სმა, რის გამოც სამსახურიდან გამოუშვეს. სოციალურმა სამსახურმა უპოვა მას ასევე და, თუმცა მან მამაკაცის სახლში წაყვანაზე უარი განაცხადა".


"ინფო რუსთავმა" მამაკაცთან ინტერვიუ ვერ ჩაწერა, მას საუბარი უკვე აღარ შეუძლია.

წყარო: რეზონანსი