პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, ლევან ვასაძე იყოს

  • რეზონანსი
  • 13 აგვისტო 11:08, 2018 წელი

პარტია "თავისუფალი საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ვინ იქნება მათი საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერჯერობით უცნობია.

 ლიდერის, კახა კუკავას თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონულტაციები ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან მიმდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუკი ის არ დათანხმდება, მაშინ თავად იყრის კენჭს პრეზიდენტად.


"ჩვენ შევთავაზეთ, ყოფილიყო ეროვნული ძალების ერთიანი კანდიდატი. შეიძლება ყველაფერში მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან. დათანხმდება თუ არა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. იდეალური იქნებოდა, რომ ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, ვინაიდან მას აქვს საზოგადოების ჩემზე მაღალი ნდობა, მაგრამ თუ არ იქნება ლევა ვასაძე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ლიბერალებს დავტოვებთ მარტო", - განაცხადა კახა კუკავამ TV პირველის ეთერში.

წყარო: რეზონანსი