ესპანეთში კონცერტის დროს ხის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად 130-მდე ადამიანი დაშავდა

  • pia.ge
  • 13 აგვისტო 11:05, 2018 წელი

ესპანეთის ქალაქ ვიგოში კონცერტის დროს ხის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

ინციდენტის შედეგად 130-მდე ადამიანი დაშავდა.


გამოცემა Faro de Vigo-ს ინფორმაციით, ფესტივალის O Marisquiño-ს ფარგლებში მოხდა.


ხის კონსტრუქციამ ხალხის მასას ვერ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც მაყურებელთა დიდი ნაწილი ზღვაში აღმოჩნდა. 


დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.


 


 




 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge