სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

  • pia.ge
  • 13 აგვისტო 10:13, 2018 წელი

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დღეიდან იწყება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 200-ს.


საშემოდგომო გაწვევა 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.
 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge