პერუში ავტობუსი ხრამში გადავარდა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 13 აგვისტო 10:13, 2018 წელი

პერუში ავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა.

 

სააგენტო „სინჰუა“-ს ინფორმაციით, ავარიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა.


ინციდენტი ანკაშ დეპარტამენტში მოხდა. ავტობუსი ხრამში 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.


მომხდარის გამოძიება დაწყებულია. ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.


 


 


 


 


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge