„ეხო მოსკვის“ მსმენელთა უმრავლესობა თვლის, რომ 2008 წელს რუსეთი საქართველოს დაესხა

  • pia.ge
  • 10 აგვისტო 12:33, 2018 წელი

რუსეთის რადიოსადგურის „ეხო მოსკვის“ მსმენელთა 77% მიიჩნევს, რომ 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი დაესხა საქართველოს.

შესაბამის გამოკითხვაში 7,5 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, წერს რუსული გამოცემა.


გამოკითხულთა მხოლოდ 16% ფიქრობს, რომ კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს მრიდან მოხდა და ის ე.წ. სამხრეთ ოსეთზე იერიში მიიტანა, რამაც აიძულა რუსეთს ჩარეულიყო.


„ეხო მოსკვის“ 7%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge