"მოკეტე რა, შენ და შენმა ტურებმა" – იუნა შაფათავა სააკაშვილს

  • რეზონანსი
  • 10 აგვისტო 11:51, 2018 წელი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მარიხუანის მოხმარების გამო ადამიანების დაპატიმრება დაგმო და განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ამის გამო ვინმე ციხეში მოხვდეს.

სააკაშვილის ამ განცხადებას მსახიობი იუნა შაფათავა გამოეხმაურა:


"სულ ყველაფერში ასე ტყუიან…..ჭიქაში პირველმა ამან ჩააყოფინა ყველას,  პლანის გულისთვის ძარცვავდა და ჩახდილი ჰყავდა ყველა…მოკეტე მაინც რა, შენ და შენმა ტურებმა… სამშობლოს მოღალატეებო და გამყიდველებო… ვინმემ გცემოს მაგრად, ბავშვობაში რომ გაჩმორებდნენ. ეს საქართველოს დიდი სამარცხვინო ლაქა…" – წერს იუნა შაფათავა.

წყარო: რეზონანსი