საფრანგეთში 1600 ადამიანია ევაკუირებული

  • pia.ge
  • 10 აგვისტო 11:50, 2018 წელი

საფრანგეთის სამხრეთით წყალდიდობის გამო 1600 ადამიანია ევაკუირებული.

 

BBC-ის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალდა გარდის, არდეშის და დრომის დეპარტამენტები. ჯამში კი, წყალდიდობის საფრთხე 6 დეპარტამენტშია გამოცხადებული.


საფრანგეთის მთავრობამ სტიქიის ზონაში 400-ზე მეტი მეხანძძრე, ოთხი ვერტმფრენი და პოლიციელი გაგზავნა.


სენ-ჟულიენ-დე-პეიროლის კომუნაში, საზაფხულო ბანაკიდან 119 ადამიანია ევაკუირებული, ამასთან, 70 წლის გერმანელი კაცი, რომელიც ბავშვების მეთვალყურე იყო-დაკარგულია.


ადგილობრივი ჩინოვნიკების განცხადებით, რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა ტრამვებით საავადმყოფოშია მოთავსებული.


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge