პუერტო-რიკოში ქარიშხლის შედეგად 1427 ადამიანი დაიღუპა

  • pia.ge
  • 10 აგვისტო 10:55, 2018 წელი

პუერტო-რიკოს ადმინისტრაციამ აშშ-ს კონგრესს მოხსენება წარუდგინა, რომელშიც 2017 წლის ქარიშხალ "მარიას" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაა ასახული.

მონაცემის თანახმად, ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 1427 ადამიანი დაიღუპა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მხოლოდ 64 ადამიანის სიკვდილია დადასტურებული, წერს Associated Press.


კუნძულის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ექტორ პესკერის განცხადებით, ახალი მონაცემი გამოძიების სრულ სურათს წარმოადგენს.


ამასთან, მისი თქმით, მოხსენებაში მოყვანილი რიცხვი არ შეიძლება იყოს მიჩნეული როგორც ოფიციალური ინფორმაცია, რადგან ადგილობრივების დიდი ნაწილი ქარიშხლის შედეგ გამოწვეული მიზეზით დაიღუპა: ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მეწყერის ან სხვა მიზეზებით.


გამოძიების შედეგებს კონგრესმენი ნიდია ველასკესი გადაამოწმებს. კონგრესმენი დარწმუნებულია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდია.


ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს 2017 წლის 20 სექტემბერს დაატყდა. ქარის სიჩქარე საათში 182 კილომეტრს აღწევდა.


 


 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge