რა პერიოდში აქტიურდება ადამიანში წინაპართა ცოდვების კოდი

  • თბილისელები
  • 9 აგვისტო 14:12, 2018 წელი

ხშირად, ადამიანების ინტუიცია და გამძაფრებული წინათგრძნობა მართლდება. ბევრი ამას მეექვსე გრძნობის გააქტიურებას მიაწერს, ზოგიც – უბრალო დამთხვევას, მაგრამ ფაქტია, მოვლენათა წინასწარ დანახვის უნარი ბევრს აქვს.

თავად ადამიანი უნდა ეცადოს, შეცვალოს ცხოვრება. არ უნდა ფიქრობდეს ცუდზე, ბოროტებაზე, სხვისი უბედურება არ უნდა უხაროდეს, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი, ბუმერანგივით უკან ბრუნდება.
ნებისმიერ ადამიანს აქვს პერიოდები, როცა ინტუიცია აქტიურდება, ზღვარს აღწევს და ამ დროს მომავლის პროგნოზი ანუ ფაქტების წინასწარმეტყველება საკმაოდ ადვილია. ანუ, ინტუიციურად, ზუსტად ხვდება – სად არის მისი ადგილი, საიდან ელის საფრთხე და რომელი ადამიანისგან უნდა ელოდოს სიკეთეს თუ ბოროტებას.


თუ გაქვთ წინათგრძნობა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევთ, ან თავს იკავებთ და არ ითვალისწინებთ, ან, სულაც, საპირისპიროს აკეთებთ, ამ დროს თქვენში წინაპართა ცოდვების კოდი აქტიურდება და ეს შესაძლოა, საკმაოდ ცუდად დასრულდეს. ასევე, არსებობს გამაფრთხილებელი სიზმრები. მაგალითად, როცა გესიზმრებათ და თან, სიზმარშივე განიცდით მოსალოდნელ საფრთხეს ან, პირიქით, დიდი ბედნიერების მოლოდინში ხართ. გამოღვიძებულს კი ეს გრძნობა გამოყოლილი გაქვთ ღამის წინასწარმეტყველებიდან. ეს მინიშნებებია და ამის იგნორირება არ შეიძლება.


ზოგადად, ვისზეც წინაპართა ცოდვებია გადმოსული, მისი ბედი ბეწვზე ჰკიდია და სიცოცხლე გამუდმებით საფრთხეშია. წინაპართა ცოდვები კი, თაობებს გადაეცემა. ამიტომ, უნდა დაუკვირდეთ თქვენს ყოველ საქციელს, სიტყვასა და აზრს, რომ მომავალს საფრთხე არ შეუქმნათ.


დღეს ბევრს ლაპარაკობენ გაუმართლებელ სიყვარულზე, წყვილებს შორის უთანხმოებაზე, განქორწინებებზე და ასე შემდეგ. ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებებიც კი, უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რაც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება, რომელიც მათ კიდევ უფრო აახლოებს და იცავს გარშემო მიმდინარე ნეგატიური ენერგიების ზემოქმედებისგან. ამიტომ, ჯობია, სანამ მარტო დარჩებით, გიღალატებენ და საყვარელი ადამიანისგან მიტოვებულს გული გეტკინებათ, ყურადღება მიაქციეთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. ამაშიც, გამძაფრებული ინტუიცია და ის წინათგრძნობები დაგეხმარებათ, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. თუ თქვენს რჩეულთან ურთიერთობისას, იღლებით, გუნება-განწყობა ხშირად გეცვლებათ ან შინაგანი ფორიაქი გეწყებათ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, იმაზე მეტს, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ, გაუზიაროთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, რისი მიღებაც თქვენ შეგიძლიათ და ეს თქვენში არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ დონეზე შეუთავსებლობა დროთა განმავლობაში კონფლიქტებს, გაუგებრობებს, დაძაბულ სიტუაციებს იწვევს. ამიტომაც იზრდება ასე კატასტროფულად განქორწინებათა რიცხვი.


შეყვარებულთა შორის შეუთავსებლობის მეორე მიზეზი კარმაა. თუ ერთ-ერთს წინაპართა „ვალები“ დიდი რაოდენობით გადმოეცა მემკვიდრეობით, მას უიღბლობის კოდი აქვს ჩართული. ეს კი გამუდმებით უქმნის პრობლემას სიყვარულში. ზოგადად, კარმულად ცოდვილი ადამიანების შთამომავლები უიღბლოები და წარუმატებლები არიან.

წყარო: თბილისელები