ვარკეთილში ერთი კაცი დაჭრეს, ერთი კი გარდაიცვალა

  • pia.ge
  • 9 აგვისტო 09:56

მედიკოსების ინფორმაციით, ვარკეთილში დაჭრილი კაცი კონტაქტურია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

45 წლამდე კაცი საავადმყოფოში გვიან ღამით მოათავსეს, მას გულ-მკერდის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.


 


ვარკეთილში გვიან ღამით მომხდარი შემთხვევის დროს 38 წლის კაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე კაცი დაჭრეს.


გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს–108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით და 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას ორი ან მეტი პირის მიმართ და ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge