ირანში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

  • pia.ge
  • 8 აგვისტო 11:50, 2018 წელი

თეირანის ეროვნული ოლიმპიური აკადემიის შენობაში, სპორტკომპლექს „ენგელაბში“ აფეთქება მოხდა.

სააგენტო IRNA სამაშაველო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანი  დაიღუპა.


მედიის ინფორმაციით, აფეთქებას შენობის ჩამოშლა, ან ხანძარი არ გამოუწვევია.


მომხდარის მიზეზის გამოძიება დაიწყო.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge